რუსეთის პრეზიდენტი ისრაელის პემიერ-მინისტრს ესაუბრა

ვლადიმერ პუტინსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ,,ისეთი არაფერი არ გააკეთოს, რაც სირიაში დესტაბილიზაციას შექნის”. 

ინფორმაციაში, რომელსაც კრემლი ავრცელებს, წერია, რომ სატელეფონო საუბრისას პუტინმა ნეთანიაჰუსს უთხრა, რომ ახლა სირიის სუვერენიტეტის დაცვა მნიშვნელოვანია.