როდესაც მკვლელს კარზე პოლიცია მიადგა, მან ჯერ გაქცევა სდაცა, შემდეგ ყელი გამოიჭრა

28 წლის ავსტრალიელი მზარეულის, მარკუს პიტერის მსხვერპლი ინდონეზიელი მაიანგი გახდა. წინათ მაიანგი მეძავი გახლდათ და სხეულით ვაჭრობით აღებულ ფულს შინ, მშობლებს უგზავნიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ტრანსსექსუალი იყო.

როდესაც მკვლელს კარზე პოლიცია მიადგა, მან ჯერ გაქცევა სდაცა, შემდეგ ყელი გამოიჭრა.”კურიერ მაილი” წერს, რომ მარკუსმა მაიანგი საკრუიზო ლაინერზე გაიცნო. ამ დროისთვის მაიანგი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ქალად ”გადაკეთებული” და პროცესის ბოლომდე მიყვანაზე ოცნებობდა. მას გეგმაში ჰქონდა სრულფასოვან ქალად გადაქცევა, ბავშვის შვილად აყვანა და ბიზნესის წამოწყება. სექსინდუსტრიაში მუშაობამ გარკვეული კაპიტალის დაგროვების საშუალება მისცა. მისი მომსახურება საკმაოდ ძვირი გახლდათ -1 საათი 500 დოლარი ღირდა. თანხის ნაწილს ის დების სწავლისთვის ხარჯავდა.

მაიანგი და პიტერი 2013 წელს დაქორწინდნენ. პიტერის დედის თქმით, მისი შვილი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო. ბოლო წელიწად-ნახევარია, არ მინახავს. ვიცოდი, რომ ინდონეზიელი ცოლი ჰყავდა, მაგრამ რძალს არ შევხედრილვარ, -თქვა მან.
მაიანგის გაუჩინარება არავის შეუნიშნავს, სანამ მათ ბინაში პოლიცია არ მივიდა.
მოკლულის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს ქვაბში, ნახევრად მოხარშული.
დაკითხვისას ზოგიერთმა მეზობელმა აღნიშნა, რომ მათი ბინიდან გამომავალი უსიამოვნო სუნი უგრძნიათ, რომელიც მიმწვარი ხორცის სუნს აგონებდათ.

ერთ-ერთმა მეზობელმა სწორედ ამის გამო გამოიძახა პოლიცია.
ერთმა მეზობელმა კი აღნიშნა, რომ პიტერმა ის წინა საღამოს ვახშამზე დაპატიჟა, მაგრამ მან მისვლა ვერ შეძლო, რადგან სამსახურიდან გვიან დაბრუნდა.
გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, რამ უბიძგა მამაკაცს ამ დანაშაულისკენ.
წინასწარი მონაცემებით, მას ფსიქიკური პრობლემები არასოდეს ჰქონია და არც ნასამართლევი ყოფილა. წყვილის მეგობრები აღნიშნავენ, რომ ცოლ-ქმარი ბედნიერად ცხოვრობდა. ზოგიერთი მეგობრის ინფორმაციით, პიტერი ეჭვიანი იყო და ცოლს ხშირად ემუქრებოდა. მუქარის მესიჯებს ფეისბუკშიც წერდა.

წყარო: news.coa.ge