მათთვის, ვისაც სურს იყოს წარმატებული ლიდერი და მენეჯერი!

კომპანია „პიარრებუსი“ იწყებს პროექტს, პოლიტიკით დაინტრესებული პირთათვის, სამოქალაქო აქტივისტების, კომპანიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მენეჯერთათვის. მათთვის, ვისაც სურს იყოს წარმატებული ლიდერი და მენეჯერი!

შერჩეული აპლიკანტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან თეორიულ კურსს, ქართულ ენაზე.

მოდულირებული პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. ლიდერობა და ორგანიზაციული მენეჯმენტი
2. ეფექტური კომუნიკაცია და სხეულის ენა
3. მედიასთან ურთიერთობა / ინტერვიუ
4. საარჩევნო პოლიტიკა

პროექტი მიზნად ისახავს, არაფორმალური განათლების გზით, ახალგაზრდებისა და სამოქალაქო აქტივისტების ცნობიერების ამაღლებასა და ინტეგრაციას. კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მათთვის საჭირო, მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს. ტრენინგის შედეგად მონაწილეები გახდებიან თავდაჯერებულები და პრეზენტაბელურები. კურსის ფარგლებში, დაეუფლებიან კამერასთან ურთიერთობის ხელოვნებას , ასევე შეისწავლიან, თუ რა საკითხებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი ინტერვიუს ჩაწერის დროს. კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ დამოუკიდებლად დაგეგმონ და დააორგანიზონ სხვადასხვა სახის აქტივობები.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი.

ტრეინინგის ღირებულებაა 50 ლარი.
პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
1. სტუდენტებისთვის – 20 ლარი
2. ოჯახიდან ორი, ან მეტი წევრის შემთხვევაში – 20 ლარი ( თითო აპლიკანტი)

პროექტი ხორციელდება თანადაფინანსებით.

თქვენი კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრნებენ პროფესიონალი ტრენერები, სხვადასხვა სფეროში მუშობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

პროგრამის ხანგრძლივობა:
ლექციები ჩატარდება შაბათ დღეს, 12 და 19 მაისს. ჯამში – 8 აკადემიური საათი.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ იხილოთ ბმული:

აპლიკაციის მიღბის ბოლო ვადაა- 2018 წლის 11 მაისი

საბანკო რეკვიზიტები: GE11TB7901836080100008

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – 551 66 25 25; 599 03 37 35

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია!!! შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.

განაცხადის შეგიძლიათ შევასოთ მითითებულ ბმულზე – ტრენინგ – კურსი