კასპში ძმამ ძმა მოკლა

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ამჟამინდელი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთმა ძმამ მეორეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მკვლელობაში ბრალდებული პირი პოლიციამ ინციდენტიდან მალევე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.