იენს სტოლტენბერგი მხარს უჭერს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქმედებებს

epa05416544 NATO Secretary General Jens Stoltenberg speaks at a press conference at the second day of NATO Summit in Warsaw, Poland, 09 July 2016. The NATO Warsaw Summit takes place on 08 and 09 July with about 2,000 delegates, including 18 state heads, 21 prime ministers, 41 foreign ministers and 39 defence ministers taking part in the Summit. EPA/PAWEL SUPERNAK POLAND OUT

ნატო-ს გენერალური მდივანი სირიაში გახორციელებულ მოვლენებს გამოეხმაურა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით,  ნატო მუდმივად გმობს სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას, რაც საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. მისი თქმით,  ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. 

„მხარს ვუჭერ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქმედებებს. ნატო ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს როგორც საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი და მიიჩნევს, რომ „ქიმიური იარაღის კონვენციის“ დაცვა არსებითია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღეს, გამთენიისას, საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედიან, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.