ზურაბ პოლოლიკაშვილმა ლიონელ მესი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საპატიო ელჩად აირჩია

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა არგენტინელი ლიონელ მესი ორგანიზაციის საპატიო ელჩად დაასახელა. ფეხბურთელს შესაბამისი მოწმობაც გადაეცა.

მესი პოპულარიზაციას რამდენიმე მიმართულებას გაუწევს, მათ შორის ტურიზმისა და მდგრადი განვითარების მიზნებს.

ლიონელ მესი აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტებში, 2010 წლიდან კი გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩია.