ბრიტანელი ექსპერტები 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის გამოძიებაში ერთვებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდება. სამუშაოები რობაქიძის უნივერსიტეტის კრიმინალისტურ ლაბორატორიაში ჩატარდება. ექსპერტიზას ქართველი და ბრიტანელი სპეციალისტები ჩაატარებენ. 

დამოუკიდებელი ექსპერტები საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის მოწვევით ჩამოვიდნენ. უცნობია, კონკრეტულად რა ვადები დასჭირდებათ მათ, რათა შეისწავლონ სისხლის სამართლის საქმე და მოამზადონ საბოლოო დასკვნა.