ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირია დაბომბეს

14 აპრილს, ღამით, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის დაბომბვა დაიწყეს. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას დონალდ ტრამპმა მიაწოდა, სპეციალურ პრესკონფერენციაზე. შესაბამისი განცხადებები გააკეთეს ემანუელ მაკრონმა და ტერეზა მეიმაც.  

“მე მივეცი ბრძანება ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, განახორციელონ ზუსტი შეტევები იმ ობიექტებზე, რომლებიც დიქტატორ ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან არის კავშირში. ოპერაციაში ჩვენთან ერთად მონაწილეობენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი”, – აღნიშნა ტრამპმა. 

ამერიკის პრეზიდენტი რუსეთსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ მიიღო ეფექტური ზომები ქიმიური იარაღის გამოყენების შეზღუდვისთვის. 

Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქებების ყველაზე ძლიერი ხმა სირიის დედაქალაქ დამასკოში ისმოდა. ქალაქის აღმოსავლეთი კვლამლშია გახვეული.  

შეტევა კოალიციურმა ძალებმა სამხედრო ბაზებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებზე მიიტანეს. დაბომბვისას გამოყენებული იყო “ტომაჰავკის” ტიპის რაკეტები. 

წყარო: agora.ge