ალჟირის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

ალჟირის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

სანაპირო დაცვის სამსახურმა 19 მიგრანტის გადარჩენა შეძლო. ისინი ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავი მაროკოდან მიემართებოდა.