Siri-ს შემქმნელმა ხმოვან ასისტენტს სულელური უწოდა

  Siri-ს ხმოვანი ასისტენტის შემქმნელმა, ნორმან ვინარსკიმ კომპანია Apple-ი გააკრიტიკა იმის გამო, თუ როგორ გამოიყენა მან მისი გამოგონება. პროგრამისტმა ხმოვანი ასისტენტის თანამედროვე ვერსიას სულელური უწოდა და განაცხადა, რომ მას კორპორაციამ იმედი გაუცრუა, ვინაიდან, მიუხედავად შესაძლებლობისა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროდუქტის გასაუმჯობესებლად არაფერი გააკეთა.

  ვინარსკი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი რჩევებისა, კომპანიამ Siri უნივერსალურ ხმოვან ასისტენტად აქცია, როცა ეს სერვისი მას მხოლოდ გართობისა და მოგზაურობის სფეროში უნდა გამოეყენებინა.