23 წლიანი ლოდინის შემდეგ ქალმა ბავშვი გააჩინა

ბათუმში ქალმა, 23 წლიანი ლოდინის შემდეგ, პირველი შვილი გააჩინა. 

“ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, იმედიც აღარ გვქონდა, რომ ბავშვი გვეყოლებოდა. შევწყვიტე ექიმთან სიარული. ეს ჩვენთვის ღვთის საჩუქარია”- თქვა ბავშვის დედამ, 42 წლის ლელა დოლიძემ.

ახალშობილი, რეზო დიასამიძე 3.10 კგ-ს იწონის და სიმაღლით 50 სმ-ია.

ექიმების თქმით, ბავშვი ჯანმრთელია.