ცნობილი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

ჩვენი დროის ერთერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი -სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში, თავის სახლში, კემბრიჯში, გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ასაკში იგი ამიოთროპული სკლეროზით დაავადდა და ამას მისი სხეულის სრული პარალიზება მოჰყვა, ჰოკინგი აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. იგი წლების განმავლობაში იკვლევდა დიდი აფეთქების შედეგად სამყაროს წარმოშობის თეორიას, ხოლო 1988 წელს გამოსცა ცნობილი წიგნი „დროის მოკლე ისტორია,“ რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.