ტრანსგენდერმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

ტრანსგენდერმა მირანდა ფაღავამ მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ტრანსგენდერი პირადობის მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას ითხოვს.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები ზოგადად ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს პროცესი გახდეს უფრო ჰუმანური, ხოლო სქესის ჩანაწერის შეცვლა მოხდეს გენდერული დისფორიის საბუთის წარდგენის საფუძველზე”, –  მირანდა ფაღავამ.

ანალოგიური მოთხოვნით, ქალთა მოძრაობამ 8 მარტს აქცია იუსტიციის სახლთან გამართა.