საქართველოს პროგრესი – მსოფლიოში 26-ე, ევროპაში – მეთექვსმეტე

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ჯგუფური სტადიის მეორე პაუზის შემდეგ ფიბამ მსოფლიოს საკალათბურთო ნაკრებთა ახალი რეიტინგი შემოგვთავაზა. წინ კლასიფიკაციასთან შედარებით საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთი საფეხურით წინ წაიწია და ამჯერად 26-ე ადგილზეა. ევროპას რაც შეეხება, “ძველ კონტინენტზე” საქართველო მეთექვსმეტეა.

შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები შემდეგ პოზიციაზე იმყოფებინ: სერბეთი მეოთხეა, გერმანია 22-ე, ხოლო ავსტრია 56-ე ადგილზე იმყოფება.