“რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის,” – კვირიკაშვილი რუსეთის პასუხს აფასებს

epa04968510 Foreign Minister Giorgi Kvirikashvili of Georgia talks to the press at the European Commission in Brussels, Belgium, 08 October 2015. EPA/LAURENT DUBRULE

პრემიერი კვირკაშვილი ოფიციალური რუსეთის პასუხს მის მიმართვაზე მთავრობის სხდომაზე აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთის პასუხი საუბრის სივრცეს ტოვებს. იგი მოუწოდებს პოლიტიკოსებს გადადგან ყველა ნაბიჯი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. 

„მინდა ასევე აუცილებლად აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში, თუმცა ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანეს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას თუ რამე სჭირდება დღეს, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს კვირიკაშვილის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ მიმართვას, ოფიციალურმა რუსეთმა 12 მარტს უპასუხა, სადაც აღნიშნული იყო კმაყოფილება დიალოგის დაწყებისთვის მზადყოფნაზე.