თბილისის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება

თბილისში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება. გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები ვიზიტორებისთვის და საველოსიპედე მარშრუტი. ასევე, მოეწყობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა დამსვენებლებისთვის და გაიხსნება გასართობი ცენტრიც.

„ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ალტერნატიული შემოსასვლელი გაუჩნდება ბოტანიკურ ბაღს, სადაც მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პროექტის განხორციელებით, კიდევ დამატებით ფუნქციას შევძენთ ბოტანიკურ ბაღს,“ – განაცხადა კალაძემ.