დევიდ ბექჰემმა მამაკაცების კოსმეტიკის ბრენდი შექმნა

დევიდ ბექჰემმა მამაკაცების კოსმეტიკის ბრენდი House 99 შექმნა.გასულ კვირას ლონდონში ხაზის გახსნის ცერემონია გაიმართა. ცნობილია, რომ მასში მამაკაცისთვის 21 მოვლის საშუალება შევა.

“ბრენდის შექმნის იდეა მამაკაცების შთაგონების მიცემა გახდა – რათა სახლის პირობებში მათ კარგი კოსმეტიკით სარგებლობა შეეძლოთ”, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ House 99-ის შექმნის იდეა დევიდმა 2018 წლის იანვარში გამოთქვა, მან ახსნა ბრენდის სახელწოდების შექმნის იდეაც: 1999 წელს ის დაქორწინდა, მამა გახდა და სამი ჩემპიონატი მოიგო.