ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებული არასრულწლოვნის დედა აცხადებს, რომ მის შვილს მკვლელობა არ ჩუდენია. როგორც ბრალდებულის დედამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, მისი შვილის საწინააღმდეგოდ მოწმემ არასწორი ჩვენება მისცა. ბრალდებულის დედა არ გამორიცხავს, რომ მომხდარ ტრაგედიაში “ორ ან სამ ადამიანს აფარებდნენ ხელს”. 

“ჩემს შვილს აბრალებენ ორი არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობას, მხოლოდ მოწმის ცრუ ჩვენებით. ეს ალბათ, მოწმემ იმიტომ გააკეთა, რომ თავისი თავი დაეძვრინა. სხვა პასუხები არ არის, არც სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები არ გვაქვს და ბავშვს ორი ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. ეს პირდაპირ ცილისწ

 

ამებაა. ამით ძალიან დათრგუნულები ვართ. მინდა, ამ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირმა შესაბამისი დანაშაულისთვის აგოს პასუხი რაც ჩაიდინა. მათ შორის, ჩემმა შვილმაც თუ ის დამნაშავეა”, – განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.