უწონადობაში პირველი კლუბური საღამო გერმანიაში

 ქალაქ ფრანკფურტის თავზე სპეციალური თვითმფრინავის Airbus A310-ის ბორტზე, უწონადობაში პირველი კლუბური საღამო მოეწყო. საღამოზე ისეთი ცნობილი დიჯეები უკრავდნენ, როგორებიც არიან არმინ ვან ბიურენი, სტივ აოკი და ასევე დუეტი W&W-ი.

ბორტზე სულ 55 ადამიანი იყო. მათგან 20 ონლაინ კონკურსის გამარჯვებულია, რომელშიც მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.