საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ყვარლთან, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე მიწისძვრის შედეგად ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.