რეალის ტრიუმფი საინტიაგო ბერნაბეოზე

14 თებერვალს ესპანეთის სამეფო კლუბმა შეხვედრა გამართა პსჟ-სთან, რომელიც ლიგაზე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია.

მადრიდულმა გუნდმა ფრანგებს 3:1 მოუგო.

პირველი გოლი კრისტიანო რონალდომ გაიტანა, საბოლოოდ რონალდომ ამ მატჩზე დუბლი შეასრულა, გოლი გაიტანა მარსელომაც, რომელიც რეალის სასახელო ფეხბურთელია.

კომენტატორები აღნიშნავდნენ გარეტ ბეილის, ასენსიოსა და ლუკა მოდრიჩის არაჩვეულებრივ თამაშს.

რეალს ფრანგულ გუნდთან განმეორებითი მატჩი 8 მარტს ექნება, სადაც გუნდს საკუთარი ძალების ბოლომდე დახარჯვა მოუწევს.