პირესი:“ ზიდანი მეოთხედფინალში გასვლაში დარწმუნებულია“

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის“ ექსნახევარმცველ რობერტ პირესის თქმით, მადრიდის “რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლაში დარწმუნებულია.

“ჩემპიონთა ლიგაში “რეალი“ არ მაკვირვებს. ამ ტურნირს ესპანეთის ჩემპიონატს ან თასს ვერ შეადარებ. ბევრი ნამდვილ “რეალს“ ჩემპიონთა ლიგაში ხედავს, რადგან გუნდს ამ ტურნირის მოგება უნდა.

პსჟ-სთან ჩატარებული პირველი თამაშის შემდეგ, ზიდანს ვესაუბრე და ის მეოთხედფინალში გასვლაში დარწმუნებულია. ჩვენ არ ვიცით საპასუხო შეხვედრაში რა მოხდება. საფრანგეთში ბევრ გაზეთში დაიწერა, რომ პსჟ-ს მოთამაშეებს გამარჯვების სჯერათ, მაგრამ “რეალს“ ამ ტურნირში დიდი გამოცდილება აქვს“ – იუწყება საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო 1998 წლისა და ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის მომგები პირესის სიტყვებს ინტერნეტპორტალი marca.com-ი.