მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

ბარათაშვილის ქუჩაზე, მინის ჩამოვარდნის შედეგად, ინგოროყვას კლინიკაში 3 დაშავებული მოზარდი გადაიყვანეს.

როგორც  ინგოროყვას კლინიკის დირექტორმა ნინო ქოჩიაშვილმა განაცხადა, დაშავებული 3 მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც გადაუდებელი  ოპერაცია უტარდება. 

გნცხადებას ამის შესახებ შსს-ც ავრცელებს: ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, როს შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.