იაპონიაში დიდთოვლობაა (ვიდეო)

იაპონიის სხვადასხვა რაიონში დიდთოვლობის გამო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შვიდი ადამიანი დაიღუპა. ხოლო 70-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

ყველაზე რთული ვითარება ფუკუის პრეფექტურაშია, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე ორ მეტრს აღწევს.

იაპონიაში დიდთოვლობა უკვე მეორე კვირაა გრძელდება. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო ათობით ავიარეისი. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში კი შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა. ასევე,  ზოგიერთ დასახლებაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.