“თერგის” ბაზრობაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც „თერგის“ ბაზრობა იწვის, დედაქალაქის მერი მივიდა. კახა კალაძე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილიც. 

ამ წუთებში ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მიიყვანეს.  ამ დროისთვის ადგილზე  40-მდე სამაშველო ჯგუფი მუშაობს 

პირველადი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 2000 კვ მეტრამდე. 

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას შენობის სახურავიდან ცდილობენ. 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად საკანცელარიო მაღაზიაში გაჩნდა,