გერმანელებმა რობოტს მაცივრიდან ლუდის მოტანა ასწავლეს (ვიდეო)

გერმანელებმა რობოტს მაცივრიდან ლუდის მოტანა ასწავლეს.  როგორც გამომგონებლები განმარტავენ, რობოტს კომპლექსური დავალებების შესრულება შეუძლია და ის რამდენიმე სეგმენტად იყოფა.

დეველოპერები ამბობენ, რომ რობოტი თავდაპირველად მაცივარს აღიქვამს, შემდეგ მის კარს აღებს, პოულობს ამა თუ იმ სახეობის ლუდს და მიაქვს დამკვეთთან.  გავრცელებული ინფორმაციით, რობოტს 20 სხვადასხვა სახეობის ლუდის ბოთლის გარჩევა შეუძლია.