Disney თანამშრომლებს სწავლას დაუფინანსებს და პრემიის სახით, 1 000 დოლარს გადასცემს

The Walt Disney Company  125 000-მდე თანამშრომელს, ერთჯერადი პრემიის სახით, 1000 დოლარს გადასცემს. ასევე, $50 მილიონს გამოყოფს თანამშრომელთა განათლების დასაფინანსებლად.

საგანამანათლებლო პროექტებს, მათ შორის უმაღლეს განათლებასა და ტრენინგებს კომპანია იმ თანამშრომლებსაც დაუფინანსებს, რომელთა პროფესიული განათლებაც არ უკავშირდება Disney-ში მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს. 

კომპანიის ხელმძღვანელობის ცნობით, მათი ინიციატივა ტრამპის საგადასახადო რეფორმას უკავშირდება.