2 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული- სარკინიგზო კატასტროფა იტალიაში

იტალიაში, მილანის გარეუბანში, მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა და 10 მძიმედ დაშავდა,ინფორმაციას The Independent ავრცელებს. 

იტალიური გამოცემა La Stampa-ს ცნობით, 100-ზე მეტი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმერბის ექიმები მუშაობენ. ინციდენტის მიზეზი უცნობია.