ქვეყანაში შესაძლოა პური გაძვირდეს

კომპანიები, რომლებიც პურის გამოსაცხობად ადგილზე დაფქვილ  ნედლეულს იყენებენ, შესაძლოა თვის ბოლოს კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. საწარმოები ხორბლის დასაფქვავად ელექტროენერგიას იყენებენ და არ არის გამორიცხული,  რომ ელექრტოენერგიის გაძვირებთ გამოწვეული დამატებითი ხარჯები ფქვილის ფასზე ასახონ. ფქვილის გაძვირების შემთხვევაში კი პურზე ძველი ფასის შენარჩუნება სპეციალისტების განმარტებით რთული იქნება. ისინი  არც იმას  გამორიცხავენ,  რომ მცხობელებმა ფასის შენარჩუნება წონის კლების ხარჯზე მოახდინონ.