სამეფო ოჯახის ქორწილი 500 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდება

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი ქვეყნის ეკონომიკას 500 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. ბრიტანელი ექსპერტები ქორწილის ხარჯებს ითვლიან. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხარჯების გარდა, იქნება სოლიდური მოგებაც. ყველაზე მეტ შემოსავალს, 200 მილიონ გირვანქას ტურიზმისგან ელიან.

მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე იყიდება სუვენირებიც წყვილის ფოტოებით, რომელშიც ვარაუდობენ, რომ ტურისტებიც და მოსახლეობაც 50 მილიონ გირვანქამდე დახარჯავს.

სამეფო ოჯახის ქორწილი უინძორის სასახლეში 19 მაისს გაიმართება.