რუსული საინფორმაციო არხების აკრძალვის კანონი მოლდოვაში ძალაში შევიდა

მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა ადრიან კანდუმ, გამოიყენა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება და კანონს ქვეყანაში რუსული საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების აკრძალვის შესახებ ხელი მოაწერა.როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, რომელიც რუსეთის მიმართ დიდი სიმპატიებით გამოირჩევა, კანონის ხელმოწერაზე უარი ორჯერ განაცხადა.