მსახიობს მაიკლ დუგლას სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს

ჟურნალისტი სიუსან ბროუდი ჰოლივუდის მსახიობს მაიკლ დუგლას სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. ქალის თქმით, ინციდენტი 1980-იან წლებში მოხდა, როდესაც ბროუდი 40 წლის იყო. ის ამ დროს დუგლასის საპროდიუსერო კომპანიაში მუშაობდა. 

“ერთხელ ხმამაღლა გავიცინე და მან ამ დროს დაიძახა: ო, ეგ რა მყვირალაა. დარწმუნებული ვარ საწოლშიც ასე ყვირის”. როდესაც ვთხოვე, რომ მსგავსი უტაქტო ხუმრობებისგან თავი შეეკავა, მან უფრო მეტად დაიწყო სიცილი”, – იხსენებს ჟურნალისტი.