ინდოეთში აბორტის გამო 63 მილიონი გოგო არ დაიბადა

ინდოელ წყვილებს ბიჭის ყოლის სურვილის გამო 21 მილიონი “არასასურველი” გოგო შეეძინათ, 63 მილიონი გოგო კი ინდოეთის მოსახლეობიდან სელექციური აბორტის გამო არ დაიბადა. ამის შესახებ ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში წერია. 

ანგარიშის თანახმად, მშობლების დიდი ნაწილი იქამდე აჩენს შვილებს, სანამ ბიჭი არ შეეძინებათ. 

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, ეს სელექციური აბორტისგან მართალია დიდად განსხვავდება, თუმცა შვილის გენდერული შერჩევის უხეში ფორმაა.