ემანუელ პეტი: “მხითარიანი “არსენალს” არ სჭირდება”

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ექსფეხბურთელ ემანუელ პეტის მიაჩნია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი გენრიხ მხითარიანი არ არის ის მოთამაშე, რომელიც “მეთოფეებს” სჭირდებათ. 

“თუ შენ არ შეგიძლია ტიტულების გარანტია მისცე ფეხბურთელებს ან როგორც მინიმუმ, რეალური ბრძოლა შეგეძლოს, მაშინ მათ მეტი უნდა შესთავაზო. ასეთია სატრანსფერო ბაზრის რეალობა. 

მხითარიანი არ არის ბუნებით გამარჯვებული. მას საკმარისი დრო ჰქონდა “მანჩესტერ იუნაიტედში” თავის გამოსავლენად, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მას გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვს. 

ზოგჯერ ის მესუთ იოზილს მახსენებს. მას სჭირდება უჩვეულო სიტუაცია, რათა თავისი ხასიათი გამოავლინოს. მხოლოდ მაშინ აჩვენებს თავის საუკეთესო ხარისხებს, როცა გავლენის ქვეშაა. 

ცხადია, მხითარიანი შესანიშნავ უნარებს ფლობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის არ არის მოთამაშე, რომელიც “არსენალს” სჭირდება,” – ციტირებს პეტის TEAMtalk-ი.