დიდი ბრიტანეთის დედოფალი გვირგვინის სიმძიმე აწუხებს (ვიდეო)

დიდი ბრიტანეთის დედოფალი აცხადებს, რომ გვირგვინის ტარება ძალიან მოუხერხებელია და მისი სიმძიმის გამო შეიძლება “კისერიც კი მოიტეხო”.

“თავს ვერ ვხრიდი, როდესაც კორონაციის დღეს სიტყვას ვკითხულობდი”, – ჰყვება დედოფალი.

გვირგვინის წონა თითქმის 1,3 კილოგრამია. ის მორთულია 2868 ბრილიანტით, 17 საფირონით, 11 ზურმუხტით და ასი მარგალიტით.