დიდთოვლობის გამო 20000-მდე ტურისტი შვეიცარიულ კურორტზეა ჩარჩენილი

შვეიცარიის ალპების სამთო-სათხილამურო კურორტი ცერმატი დიდთოვლობისა და ზვავების გამო, გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. 
კურორტზე ამჟამად სავარაუდოდ 20 ათასამდე ტურისტი იმყოფება. დიდთოვლობამ ელექტროენერგიის გათიშვაც გამოიწვია, თუმცა ამჟამად იგი აღდგენილია. ჯერჯერობით ვერ ხერხდება სარკინიგზო მაგისტრალის გაწმენტა, რომელიც ცერმეტს სოფელ ტეშთან დააკავშირებს.