”ბაგრატმა” უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დაიმატა

ქუთაისის “ბაგრატმა”, რომელიც დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, უკრაინის ეროვნული ნაკრების 9 ნომერი სერჰი იანჩი დაიმატა. 33 წლის მორაგბე სამშობლოში კიევის “ავიატორის”, “ხმელნიცკისა” და ხარკოვის “ოლიმპის” ღირსებას იცავდა და უკრაინის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახლავთ. 2011 წელს სერჰი რუსეთში გადაბარგდა და ტაგანროგის “ბულავაში” ჩაირიცხა. მას არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული უკრაინის როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა ნაკრების მაისურით. “დეკემბერში ზურაბ კიკაჩეიშვილი შემეხმიანა და მითხრა, რომ “ბაგრატს” 9 ნომერი სჭირდებოდა. კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის დეტალები შევათანხმე და ვინაიდან “ბულავასთან” მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს, გადავწყვიტეთ, იჯარა გაგვეფორმებინა.