ავლაბარში მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

 ავლაბარში მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, ახმეტის 14 ნომერში მიმდინარე სამშენებლო პროცესი მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის, რადგან შენობები ავარიულია და სამუშაოების დაწყების შემდეგ მათ სახლებში ბზარებიც გაჩნდა.

მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ მომიჯნავე სახლების ტექნიკური მდგომარეობა მდგრადობაზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა შენობების სიახლოებს გამაგრებით ხიმინჯებს მაინც დაამონტაჟებენ.