21 წლის გოგონას გარდაცვალების გამო, მარტვილში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო.  მიზეზი, 21 წლის მარტვილელი გოგონას გარდაცვალება გახდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გაზით გაიგუდა.

“მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს მარტვილელი სალომე გალდავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. ამ ტრაგედიის გამო მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო” – ნათქვამია მარტვილის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.