ხელისუფლება 10 000 პატიმარს მალავს – კახა კუკავა

პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერის კახა კუკავას განცხადებით საქართველოს ხელისუფლება პატიმრებს მალავს.  მისი თქმით იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით საქართველოში პატიმრების რაოდენობა 20 000-ის ფარგლებში მერყეობს. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამიმისტროს ოფიციალური მონაცემებით კი პატიმრების რაოდენობა 9 334-ს შეადგენს. 

კუკავას თქმით ორი უწყების ეს ინფორმაცია ერთმანეთისგან 100%-ით განსხვავდება. ” თუ წულუკიანს დავუჯერებთ გამოდის, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო 10 000 პატიმარს მალავს”.

თავისუფალი საქართველოს ლიდერი მთავრობას, პატიმრების კარგად გადათვლას და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.