წერეთელზე საქართველოს ბანკის დაყაჩაღება სცადეს

თბილისში, წერეთელზე “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღება სცადეს. ბანკში ერთი პირი შეიჭრა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ამავე ფილიალის დაყაჩაღება რამდენიმე თვის წინ სცადეს, რაც დაყაჩაღების მიზნით შეჭრილი პირის თვითმკვლელობით დასრულდა. პოლიციამ თავდამსხმელს დამორჩილებისკენ მოუწოდა, ამის შემდეგ მან გასროლა საკუთარი თავის მისამართით განახორციელა. 30 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.