ყინულისა და საჭმლის გარეშე დარჩენილი პოლარული დათვი – შემზარავი ვიდეო

ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ებღაუჭება პოლარული დათვი სიცოცხლეს, როგორ ფარავს თეთრი თმა მის გაძვალტყავებულ სხეულს. დათვი სიარულისას ერთ-ერთ ფეხს ითრევს, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ მას კუნთის ატროფია დაემართა. საჭმლის ძიების მიზნით, პოლარული დათვი ნელა ქექავს იქვე მდგომ ნაგვის ყუთს, რომელსაც ინუიტი მეთევზეები იყენებენ. სამწუხაროდ, ნაგავში ვერაფერი იპოვა და მორჩილად დაეცა მიწაზე.