ქუთაისში სამშენებლო ობიექტეზე 2 მუშა დაიღუპა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე კორპუსის მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა. მუშები სავარაუდოს ტროსის გაწყვეტის გამო ჩამოვარდნენ. ადგილზე შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უბედურ შემთხვევას ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქის მერი გამოეხმაურა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მშენებლობების საკითხი მოსაწერიგებელი და წესები გასამკაცრებელია.