ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათებულია

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ აანთო.

წინასაახალწლო ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეები მცირეწლოვან შვილებთან ერთად მივიდნენ.

ღია ცის ქვეშ სპეციალურად ამ დღისთვის აშენებულ სცენაზე პარლამენტთან კონცერტიც გაიმართა.

ნაძვის ხის განათების ღონისძიებაზე გორის ქალთა გუნდმა და გორის მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო სიმღერების პოპური წარმოადგინეს.

დღესვე გაიხსნა ყინულის მოედანი და ცნობილი გახდა, რომ საახალწლო სადღესასწაულო დღეები მთელი ქალაქის მაშტაბით 7 იანვრამდე გაგრძელდება.