საჩუქრების მაღაზიიდან გაგდებული ირემი რამდენიმე წუთში ოჯახთან ერთად დაბრუნდა

ლორი ჯონსს რომელსაც კოლორადოში საჩუქრების მაღაზია  ერთ დღეს უცნაური სტუმარი ეწვია – ირემი. ჯონსი მუშაობდა, როდესაც მაღაზიაში ირემი შევიდა და სათვალეების განყოფილებასთან მივიდა.

ლორი ჯონსი დარწმუნებული იყო, რომ ცხოველს გზა აერია და ამიტომ არაქისის კარაქის დახმარებით ის გარეთ გაიყვანა, თუმცა ჯონსი შეცდა.

“30 წუთის შემდეგ ირემი კვლავ მოვიდა, მთელ ოჯახთან ერთად. მე ვმუშაობდი, როდესაც დავინახე იგივე ირემი, სამ სხვა ირემთან ერთად მოვიდა. ისინი თითქოს ნებართვას ითხოვდნენ შემოსვლაზე, რაზეც მე უარით ვუპასუხე. ძალიან სასაცილო იყო.” – თქვა ლორი ჯონსმა.