პრემიერ მინისტრი ბოდიშს იხდის

გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.პრემიერმა ნიკა მელიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მელიამ მისი წყობიდან გამოყვანა შეძლო.

„მანამდე  ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ყველას არ ეხება ეს შეძლო რომ გამოეყვანა მდგომარეობიდან ჩემი თავი და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრს შორის, რა დროსაც გიორგი კვირიკაშვილმა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.