პენტაგონმა უცხოპლანეტელების შესაძლო არსებობაზე ორი ვიდეო გაავრცელა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა პირველად ილაპარაკა ხმამაღლა პროგრამაზე, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლის მიზნით ხორციელდებოდა 2007-2012 წლებში. აღმოაჩინეს თუ არა “სხვა სიცოცხლე”, ეს უცნობია, მაგრამ ოფიციალურ ვიდეოებში დაფიქსირებულია რამდენიმე მფრინავი ობიექტი, რომელთა ფრენაც არსებული სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან ამოვარდნილია.

“საჰაერო საფრთხეების შემსწავლელი პროგრამა” 2007-2012 წლებში მიმდინარეობდა. ეს ინფორმაცია პენტაგონმა დაუდასტურა ისეთ გამოცემებს, როგორებიც არიან The New York TimesPolitico და The Washington Post-ი.

ამასთან, გამოცემებს სწორედ პენტაგონმა მიაწოდა კვლევისას გადაღებული კადრები, რომლებზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია ასახული.

პროგრამაზე აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან 22 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა. 

The Pentagon’s Mysterious U.F.O. Program

A video shows an encounter between a Navy F/A-18 Super Hornet and an unknown object. It was released by the Defense Department's Advanced Aerospace Threat Identification Program.

Posted by The New York Times on Saturday, December 16, 2017

წყარო : imedinews.ge