“ეს 40 წელი იყო უმძიმესი, მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო”- ილია მეორე

„ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს მოლოცვები.  ყველას მადლობას ვუძღვნი და მინდა ვთქვა, რომ ეს 40 წელი იყო უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით ღვთის ლოცვა-კურთხევითა და დახმარებით ჩვენ განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა ეს სიმძიმე. მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, ვინც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ. კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გიძღვნით თქვენი სიყვარულისთვის. მე მახსენდება ერთი შემთხვევა, გერმანიაში რომ ვიყავი, სტუდენტები მოვიდნენ ჩემთან და ერთმა სტუდენტმა მითხრა – უწმინდესო, ისე მიყვარხართ, როგორც საქართველოო. მადლობთ, გაიხარეთ ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. განსაცდელი გამოვლილი გვაქვს, შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი დამშვიდდება, ჩვენი ერი გამთლიანდება და გაიხარებს. ჩვენთან არს ღმერთი“, –ილია მეორე.