მეწყერი ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე

უხვი ნალექის შედეგად  ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ჩამოშლილმა კლდოვანმა მასამ ამბროლაურის ძირითადი შესასვლელი ჩაკეტა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა  შემოვლითი გზებით არის შესაძლებელი. მუნიციპალიტეტი აფეთქებითი სამუშოებისთვის ემზადება.