ერაყში 40-მდე ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს

ერაყელმა სამართალდამცველებმა  ქალაქ სინჯართან ახლოს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ დახოცილი მოსახლეობს საერთო სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში ბავშვების ცხედრებიც იპოვეს. სამართალდამცველებმა  სულ ორი სამარხი აღმოჩინეს, სწორედ მეორე სამარხში იპოვეს 20 ქალის და 40-მდე ბავშვის ცხედარი.

გასულ წელს Associated Press-მა გამოაქვეყნა ერაყში მასობრივი საფლავების შესახებ ანგარიში. ირკვევა, რომ ასეთ მასობრივ სამარხებში, შესაძლოა, ცხედრების რაოდენობა 15 ათასს აღწევდეს.

გარდა ადამიანთა ხოცვისა, ISIS-მა ერაყს მატერიალური ზარალიც მიაყენა. ქვეყანა ისლამურ სახელმწიფოთან ომის დროს, 100 მილიარდი დოლარით დაზარალდა. ამის შესახებ  ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჰეიდარ ალ-აბადიმ განაცხადა.